გია გორგაძე თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზესაუბრობს


არასამთავრობო ორგანიაცია ''ახალგაზრდული ინიციტივა მომავალი საქართველოსთვის'' აიპი ''ბათუმის კორპუსს'' თახების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. გია გორგაძის განცხადებით, აიპმა 2014 წელს სამ მისამართზე-თამარ მეფის გამზირზე, პუშკინის ქუჩასა და მემედ აბაშიძის 60 ნომერში ლიფტების რემონტისთვის ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც გორგაძის ინფორმაციით 25 ათასი ლარი დაიხარჯა.

მესამე სექტორის წარმომადგენლის თქმით, 2015 წელს, აღნიშნული მისამართებიდან ერთ-ერთზე, მემედ აბაშიძის გამზირის 60 ნომერში ლიფტების რეაბილიტაციისთვის ტენდერი ისევ გამოცხადდა, მაშინ როცა წინა საგარანტიო ვადა გასული არ იყო. აიპი ბათუმის კორპუსის დირექტორის განცხადებით, 2015 წელს ლიფტი აღნიშნულ კორპუსში, ახალი პროგრამის ფარგლებში, მთლიანად გამოიცვალა

წყარო : აჭარის ტელევიზია
http://ajaratv.ge/ge/news/society/akh...

ვიდეოები „ახალგზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის"-ისგან