სტიქია ლაგოდეხში
გუშინ ღამით მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე კაბალმა დამცავი ჯებირები დაანგრია და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი გიორგეთი დატბორა. წყალი სასოფლო- სამეურნეო სავარგულებში გადავიდა, რის შედეგადაც სიმინდის ნარგავები და საზამთროს ბაღები დაზიანდა. დატბორილია რამდენიმე ათეული ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა. სტიქიის ზონაში დილიდან გამოყვანილია ტექნიკა და მდინარისთვის კალაპოტის შეცვლის სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა დაზარალებული მოსახლეობა ერთჯერადად შესრულებული სამუშაოებით უკმაყოფილოა. სოფელ გიორგეთის მაცხოვრებლები ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებენ. მათი თქმით, ხანგრძლივი წვიმების შემთხვევაში ადიდებულმა მდინარემ, შესაძლოა, სახლებიც წალეკოს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ მდინარის ნაპირსამაგრების შესახებ მთავრობას უკვე წარუდგინეს პროექტი და სამუშაოების დასაწყებად თანხის მოძიებაა საჭირო. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/19mNHV6
მსგავსი ვიდეოები
სტიქია ლაგოდეხში
რადიო თავისუფლება
სტიქია ლაგოდეხში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტიქია ლაგოდეხში, მდინარე კაბალი ადიდდა
Lago TV
სტიქია ლაგოდეხში - ძლიერმა ქარმა გლეხები მოსავლის გარეშე დატ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დატბორილი და სახურავის გარეშე დარჩენილი სახლები - სტიქია ლაგ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქრონიკა 20:00 საათზე - 4 აგვისტო, 2020 წელი
TV IMEDI
სტიქია კახეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტიქია კახეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster