საპროტესტო აქციები ირანში


ირანში აქციების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი მატულობს. მთავრობის საწინააღმდეგო პროტესტის დროს უსაფრთხოების ძალების ორი თანამშრომელი მოკლეს, - ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეომასალების მიხედვით, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში და დასახლებულ პუნქტში დემონსტრაციებს სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები უერთდებიან.

ირანული მედიის თანახმად, ქვეყნის დედაქალაქში „ბასიჯის“ გასამხედროებული დაჯგუფების ერთი წევრი აქციის მონაწილეებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანის ქურთისტანის პროვინციის ქალაქ სანანდაჯში მოკლულია „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ წევრი. უფლებადამცველი ორგანიზაციის ინფორმაციით, დემონსტრაციების შედეგად დაღუპულია სულ მცირე 185 ადამიანი, მათ შორის ბავშვები.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან