სადავო კანონპროექტი უსაფრთხოების შესახებ


საფრანგეთში პროტესტმა გაჭრა: მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარე აქციების ფონზე, ქვეყნის მთავრობამ უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტის გადახედვის გადაწყვეტილება მიიღო. დოკუმენტი სამართალდამცველთა ამსახველი იმ  ფოტოვიდეო მასალის გამოქვეყნებას კრძალავს, რომლითაც პოლიციელების ინდენტიფიცირება და ამით მათთვის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის მიყენებაა შესაძლებელი.

კანონპროექტი საფრანგეთში მასობრივი დემონსტრაციებისა და არეულობის მიზეზი გახდა. საპროტესტო აქციები მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მწვავე დაპირისპირებაში გადაიზარდა. ახლა მოსახლეობა კანონპროექტის ახალი ვერსიის მოლოდინშია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან