26 მაისი - საქართვლოს დამოუკიდებლობის დღე


დღე, რომელიც ყველას აერთიანებს - 103 წელი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან.

ქვეყანა საკუთარი ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღს ზეიმობს. 1918 წლის 26 მაისს, 17 საათსა და 10 წუთზე მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში დასმული ხელმოწერებით და ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის აქტის მიღებით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის ათვლა დაიწყო. თავისუფლებისკენ ქართველი ხალხის მრავალწლიანი სწრაფვა და ოცნება რეალობად იქცა. 103 წლის წინ გამოცემული აქტი მალევე აღიარეს დასავლეთის ქვეყნებმაც. დემოკრატიულ რესპუბლიკას ჰქონდა საკუთარი საკანონმდებლო ორგანო დამფუძნებელი კრების სახით, გააჩნდა კონსტიტუცია და ჩატარებული ჰქონდა პირველი მრავალპარტიული არჩევნებიც. თუმცა დამოუკიდებლობის პერიოდი არასრული სამი წელი გაგრძელდა. 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მე-11 არმიის შემოჭრით და ქვეყნის გასაბჭოებით დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორია დასრულდა. დამოუკიდებლობის აღდგენა ქვეყანამ 70-წლის შემდეგ შეძლო. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან