გასაუბრება ბორდის წევრობის კანდიდატებთან


დღეს საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრობის, მეურვეობის კანდიდატების შერჩევის საპარლამენტო საკონკურსო კომისიის დასკვნითი სხდომა გაიმართა. კანდიდატებმა კომისიას არხის განვითარების საკუთარი კონცეფციები წარუდგინეს და კითხვებს უპასუხეს. კომისიამ დღეს საერთო ჯამში რვა კანდიდატს მოუსმინა და კენჭისყრით გადაწყდა, რომ პარლამენტის წინაშე რეკომენდაცია რვავე მათგანს გაეწიოს.

თავდაპირველად კონკურსში 10 პრეტენდენტი მონაწილეობდა, თუმცა მოგვიანებით ერთ-ერთმა მათგანმა, ოთარ შაროშაძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, დარჩენილი ცხრიდან კი დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთი, ნინო ჭალაგანიძე არ მისულა.

პირველი არხის სამეურვეო საბჭოს სამი წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ქეთევან მსხილაძეს, ნინია კაკაბაძეს და გია იაკობაშვილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ. სამ ვაკანტურ პოზიციაზე ერთი კანდიდატი პარლამენტს შესარჩევად უმრავლესობამ უნდა წარადგინოს, ორი კი - უმრავლესობის მიღმა დარჩენილმა პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთმა მეოთხედმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის - მეურვეობის 3 კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსი, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, 16 მარტს გამოცხადდა, თუმცა ქვეყანაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, 31 მარტს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე შეჩერდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან