ჯო ბაიდენი ევროკავშირის ლიდერებთან ერთად, ბრიუსელში, ევროკავშირის საბჭოს შეხვედრასაც დაესწრება. მთავარი განსახილველი საკითხი უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაა. იმსჯელებენ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის საკითხზე და ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის გაძლიერებაზე. ევროკავშირის საბჭო შეაფასებს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და ადგილზე ჰუმანიტარულ ვითარებას. შეხვედრაზე ასევე განიხილება უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხი, ვერსალის დეკლარაცია ევროპაში არსებული ახალი ვითარების ფონზე. იმსჯელებენ, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ევროკავშირმა უფრო სწრაფად და გადამწყვეტად კრიზისის დროს, მისი ინტერესებისა და მოქალაქეების დაცვის პარალელურად. დღის წესრიგშია ასევე რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირება. განიხილება ამჟამინდელი მაღალი ტარიფები რუსულ გაზსა და ნავთობზე და მისი გავლენა ევროკავშირი მოქალაქეებზე.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.