#მოამბე 21 საათზე, 25 იანვარი, 2024 #LIVE

25.01.2024

• „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის მესამე ადგილზეა - მმართველი პარტია მონაცემებს საქართველოში მყოფ დაინტერესებულ პირთა წრეს უკავშირებს; შეფასების კრიტერიუმები, სადავო ინდექსი და პოლიტიკური განცხადებები • კრემლი აცხადებს, რომ „ილ 76“-ის ბორტზე უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ, რომლებიც უნდა გაეცვალათ და უკრაინულმა მხარემ ავიახომალდი ბელგოროდში ორი საზენიტო რაკეტით ჩამოაგდო.- კიევი საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს და ირწმუნება, რომ თვითმფრინავს რაკეტები გადაჰქონდა და ბორტზე რუსი მაღალჩინოსნები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ „ფეესბემ“ მათ ბორტზე ასვლის საშუალება ბოლო მომენტში არ მისცა • ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი და წითელას გავრცელების საგანგაშო სტატისტიკა - ექიმები მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ • ლადო გუდიაშვილის პერსონალური გამოფენა ბაქოში - ქართველი მხატვრის ცხოვრება და შემოქმედებითი გზა, ჰეიდარ ალიევის ცენტრში წარმოდგენილი ორმოცდაათი ფერწერული, თუ გრაფიკული ნამუშევარი და გამოფენის გახსნისადმი მიძღვნილი საღამო ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: