პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იერუსალიმში

31.05.2022 02:18

იერუსალიმის პატრიარქმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქრისტეს ყოვლადწმინდა საფლავის რაინდის ორდენითა და მაცხოვრის ძელიცხოვლის გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა. ქართულ დელეგაციას ისრაელში ვიზიტის ფარგლებში, საპატრიარქოში უმასპინძლეს. ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ორდენი და ჯვარი მიენიჭა, დაჯილდოების ცერემონიაზე იერუსალიმის საპატრიარქოს მდივანმა, მთავარეპისკოპოსმა არისტარხოსმა წაიკითხა. პრემიერ-მინისტრმა პატრიარქ თეოფილოს მესამეს მადლობა გადაუხადა ჯილდოსთვის და პერსონალური წვლილისთვის მდინარე იორდანესთან, საქართველოსთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის საქმეში. ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციასთან ერთად, იერუსალიმის მაცხოვრის ტაძარშიც იმყოფებოდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: