სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება

15.10.2018 01:00

უცხოეთიდან მიღებული ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვანო მერაბიშვილის მძიმე მეტალებით ინტოქსიკაცია გამოირიცხა, – ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული. „ვინაიდან დაცვის მხარე მუდმივად აპელირებს იმაზე, რომ მსჯავრდებულ მერაბიშვილის დიაგნოზი – ჰორნერის სინდრომი შესაძლოა, ინტოქსიკაციის შედეგი იყოს, „მედიქლაბ ჯორჯიაში“ მას ტოქსიკოლოგების კონსულტაციაც გაეწია. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის მწვავე ეგზოგენური ინტოქსიკაციის კლინიკური სურათი არ გამოვლინდა, ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მსჯავრდებულს მძიმე მეტალების შემცველობაზე სისხლის ლაბორატორიული გამოკვლევა ჩატარებოდა. ანალიზი ჩატარდა ექვს მძიმე მეტალზე – რკინაზე, სპილენძზე, ტყვიაზე, კადმიუმზე, მანგანუმსა და თუთიაზე, ასევე კალციუმსა და მაგნიუმზე. მასალა გამოსაკვლევად გადაიგზავნა გერმანიაში „ლაბორატორია მრჩეველი – ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპულ ჯგუფის“ მიერ. მიღებული პასუხის შედეგად ირკვევა, რომ ყველა ზემოხსენებული მეტალის და მაკროელემენტის კონცენტრაცია სისხლში არის ნორმის ფარგლებში. ამის შემდეგ, მიღებული პასუხების საფუძველზე 12 ოქტომბერს გაიმართა ტოქსიკოლოგების კონსილიუმი, რომლის დასკვნითაც ინტოქსიკაცია გამოირიცხა. ამასთანავე, კონსილიუმმა დაადგინა, რომ ტოქსიკოლოგიური მიმართულებით ივანე მერაბიშვილი რაიმე სახის დამატებით გამოკვლევებს არ საჭიროებს,“– ნათქვამია განცხადებაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება
01:12

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება
05:05

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება
00:35

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება

TV IMEDI

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება
01:08

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება
01:15

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება მედიით ყალბი ინფორმაციის გავრცელების შესახებ
01:14

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება მედიით ყალბი ი...

ინტერნეტგამოცემა ლიდერი

პენიტენციური სამსახურის განცხადება
01:56

პენიტენციური სამსახურის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პენიტენციური სამსახურის განცხადება
00:39

პენიტენციური სამსახურის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო