„აისელ მოდელ მენეჯმენტი" რეგიონულ კასტინგებს იწყებს


„აისელ მოდელ მენეჯმენტი\" იწვევეს 14-დან 22 წლამდე ასაკის გოგონებს და 16-დან 25 წლამდე ვაჟებს საერთაშორისო სამოდელო კონკურს „ელიტ მოდელ ლუქსში\" მონაწილეობისთვის. გამარჯვებულებს მსოფლიო ფინალზე 730 ათასი ევროს საპრიზო ფონდი ელის. მსურველებს რეგიონულ კასტინგებში მონაწილეობის მისაღებად, შეუძლიათ უფასო ონლაინრეგისტრაციის გავლა „ფეისბუქის\" ოფიციალურ გვერდზე, ან ნიკო ნიკოლაძის 6 ნომერში.
თელავში რეგისტრაცია გამგეობის კულტურის სამსახურში მიმდინარეობს. 27 ივლისს კი დარეგისტრირებული კანდიდატების შერჩევა თელავის თეატრში, 14:00 საათიდან 17:00 საათემდე გაგრძელდება. კონკურსის ერთ-ერთი პარტნიორი ტელეკომპანია „თანამგზავრია\".

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1r5Vvjj

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან