ურთიერთბრალდებები პოლიტიკურ ძალებს შორის
არჩევნების მოახლოებასთან ერთად წინასაარჩევნო გარემო ყოველდღე მძიმდება. დმანისის ინციდენტის შემდეგ პოლიტიკური დღის წესრიგის და ურთიერთბრალდებების მთავარი თემა ევროკავშირის ოფისთან მომხდარი გუშინდელი სიტყვიერი დაპირისპირებაა. ფაქტიდან თითქმის ერთი დღის შემდეგ პირველ შეფასებას აკეთებს ევროკავშირის ელჩი, რომელიც გუშინდელ შემთხვევას ორი პარტიის ლიდერის მხრიდან ერთმანეთის მიმართ გამოხატულ აგრესიად მიიჩნევს. განცხადება ზედმეტად რბილი და მელიას მორიგი პროვოკაციისთვის მწვანე შუქის ანთებაა მმართველი გუნდისთვის, რომელიც ჯერ კიდევ ამ შეფასებამდე ევროკავშირის წარმომადგენლობის დაგვიანებულ რეაგირებაზე საუბრობდა. „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს თავმჯდომარეზე თავდასხმასა და მიზანმიმართული პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს და არჩევნებამდე მსგავს პროვოკაციებს კიდევ ელოდება.მართალია, ოპონენტები წინასაარჩევნო გარემოს დამძიმებაზე მთელ პასუხისმგებლობას მმართველ პარტიას აკისრებენ, თუმცა თავშეკავებაზე ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ირიბი მინიშნებები დღეს ნიკა მელიას მისამართითაც გაკეთდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გამგებლის არჩევნები გარდაბანში - ურთიერთბრალდებები პოლიტიკურ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 7 თებერვალი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"მოამბე" 20 საათზე, 28 იანვარი, 2016
ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკების პერსპექტივა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
წინასაარჩევნო გარემო და მოწოდებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კამპანია ეკლესიის წინააღმდეგ - პოლიტიკური შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გია ჟორჟოლიანის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster