საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა


პარლამენტის ბიუროს ხვალ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა წარედგინება.
„საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო ძალადობრივი, შეურაცხმყოფელი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე“ - ასე ეწოდება პარლამენტის დადგენილების პროექტს, რომლის ავტორი და ინიციატორია ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.
დადგენილების პროექტის მიხედვით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველია მიხეილ სააკაშვილის მიმართ 2021 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე სახელმწიფო ორგანოსა და თანამდებობის პირების მიერ განხორციელებული ქმედებების მიზნობრიობის, შესაძლო ძალადობრივი და სხვა კანონსაწინააღმდეგო ფაქტების შესწავლა. აგრეთვე, მის მიმართ სამედიცინო მომსახურების ხარისხის, დროულობისა და შესაბამისობის შემოწმება. დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადად სამი თვე, კომისიის წევრთა რაოდენობა კი ცხრა წევრით არის განსაზღვრული.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან