კოლხი მედეას ოთახი

10.09.2020 03:12

თბილისის ცნობილ სასახლეში ახალი საექსპოზიციო სივრცე გაიხსნება. კოლხი მედეას დარბაზი იმ ესკიზებით მოიხატება, რომელთა ფრაგმენტები ხელოვნების სასახლის კედლებზე, ნაწილი კი დოკუმენტური სახით იპოვეს. არგონავტების კოლხეთში მოგზაურობის სცენების მოხატვის პროცესი ფინალურ ეტაპზეა.  წარსულში მოხატული დარბაზის განახლება სპეციალისტების ჩართულობით მიმდინარეობს. ხელოვნების სასახლის ადმინისტრაციამ მოხატვის პროცესში მსოფლიოში კარგად ცნობილი გალერეების ისტორიული მასალები გამოიყენა. კოლხი მედეას დარბაზს დამთვალიერებელი უახლოეს მომავალში ნახავს.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: