შრომა სახლის შესანარჩუნებლად
მარტოხელა პენსიონერ დარიკო მუკბანიანს წინასაახალწლოდ ხალხის დახმარება სჭირდება. მას საქართველოს ბანკში ახალ წლამდე 8600 ლარი აქვს შესატანი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოსახლების საფრთხის წინაშე დადგება. პანდემიის, მეუღლის გარდაცვალების და ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობის გამო, ბანკიდან აღებული სესხის გადაფარვა ვერ შეძლო, ხოლო მტაცებლურმა პროცენტებმა თავდაპირველი ვალი გააორმაგა. სესხის გადასაფარად დარიკოს ქონების ნაწილის გაყიდვა მოუწია, რაც არ აღმოჩნდა საკმარისი. ამის შემდეგ, საქართველოს ბანკმა მისი უკანასკნელი საცხოვრებელი აუქციონზე გაიტანა და თავადვე შეისყიდა, ყოფილი მეპატრონისთვის გამოსყიდვის უფლების მინიჭებით. იმისათვის, რომ დარიკომ საკუთარი სახლის ბანკისგან გამოსყიდვის პროცესი დაიწყოს, ახალ წლამდე 8600 ლარი აქვს შესატანი. სახლის დარჩენილ ღირებულებას კი ბანკი სესხის სახით თვეებზე გადაუნაწილებს. თხოვნას, რომ ზემოთხსენებული წინასწარი შენატანიც გადაენაწილებინათ, ბანკმა უარით უპასუხა. ვინაიდან ერთდროულად ამხელა თანხის მოძიება მარტოხელა პენსიონერისთვის შეუძლებელია, დარიკოს ერთადერთი იმედი ხალხის სოლიდარობაა, რომელიც მის მიერ დამზადებული ნატურალური ჩურჩხელების შეძენით შეგვიძლია გამოვიჩინოთ, თანაც ხელმისაწვდომ ფასად. ფულადი დახმარების სურვილის შემთხვევაში კომენტარებში დავდებთ ანგარიშის ნომერს. ჩურჩხელების შესაძენად დაუკავშირდით დარიკო მუკბანიანს: 574 444 793. გვიპოვეთ აქ: Facebook: / mautskebeli.ge Instagram: / mautskebeli. . Twitter: / mautskebeli Web: https://www.mautskebeli.ge/
მაუწყებელი • Mautskebeli-ის სხვა ვიდეოები
ლალი ეფრემიძე ნამოხვანში მიმდინარე მოვლენების შემდ...
ილია ჭანტურია - "გემი დავლანდე"
სოფელი ზოდი განადგურების მოლოდინში
საძოვრის გარეშე დარჩენილი სოფელი/Otlaqsız qalan kə...
ცხოვრება ემიგრაციაში: ნანიკო ქურიძის ისტორია
კომპანიას მძღოლების ნახევარი მილიონი ევრო მართებს
გერმანიაში ქართველი მძღოლების გაფიცვა გრძელდება
გიორგი ზენაიშვილი: ტრაილერის მძღოლების გაფიცვა გერ...
მსგავსი ვიდეოები
#ახალიკვირა სიბერეში ახდენილი ოცნება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქალების აუნაზღაურებელი შრომა - უხილავი შრომა და სტერეოტიპები
TV IMEDI
მემთეური მთიან აჭარაში
მაუწყებელი • Mautskebeli
დიმიტრი ნეფარიძე - შუქრუთის მკვიდრი
მაუწყებელი • Mautskebeli
მკერდის გასაზრდელი ვარჯიში #ივარჯიშესახლში
ცხოვრების წესი • Lifestyle
Birja Mafia - Rame (Lyrics-ლირიკა)
BestMovement
კიდევ ერთი კვირა შობა-ახალი წლის მოლოდინში/როგორ ცხოვრობს ამ...
GIZO.TV
ბუ - 20 დეკემბერი - სპორტის სასახლე / bu - 20 dekemberi - s...
ბ უ