შარლ მიშელის მედიაციით მიღწეული შეთანხმების პირველი პუნქტი ნაწილობრივ შესრულებულია.
გიორგი რურუას შემდეგ ციხე ნიკა მელიამაც დატოვა. ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდიდან ორ დღეში მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლაზე დააკმაყოფილა. თუმცა, შოთაძის უწყების მიმართვა და სასამართლოს გადაწყვეტილება მელიას გუნდში მაინც გახდა მწვავე პოლიტიკური შეფასებების საგანი, ისევე როგორც გათავისუფლების მექანიზმი - ევროკავშირის მიერ გირაოს თანხის გადახდას მხარეები სხვადასხვანაირად აღიქვამენ.
გირაოთი თავისუფლება სისხლის სამართლებრივი დავის შეწყვეტას არ ნიშნავს. 2019 წლის ივნისის მოვლენების დროს ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულ მელიას წინააღმდეგ ძიება ისევ გრძელდება. საქმის საბოლოო შეწყვეტის ერთადერთი გზა ახლა მიშელის დოკუმენტის პირველივე პუნქტში ჩაწერილ ამნისტიის აქტზე გადის, რომელიც ციხეში ყოფნის დროს ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო. მისი პოზიციის მიუხედავად, მმართველი გუნდი და პარლამენტში შესული ოპოზიცია ამნისტიის აქტის მიღებას მაინც გეგმავს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.