აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდზე გადაადგილება სრულად შეზღუდა


აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდზე გადაადგილება სრულად შეზღუდა. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლის უფლება მხოლოდ ენგურჰესის თანამშრომლებს აქვთ. განცხადება იმის შესახებ, რომ ენგურის ხიდზე მოძრაობა სრულად ჩაიკეტებოდა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანმრთელობის სამინისტრომ გუშინ გაავრცელა.

მთავარ მიზეზად კი, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირება დაასახელეს. რაც შეეხება ფსოუზე არსებულ საკონტროლო-გამშვებ პუნქტს, იქ მიმოსვლა ნებადართულია მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან