კახა კალაძის პასუხი ნიკა მელიას
კახა კალაძემ ნიკა მელიას უპასუხა. „პოპულისტური“ - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კონკურენტის მოწოდებას დებატებში მონაწილეობის შესახებ. იცით, რომ საქართველოს პირველი არხი წინასაარჩევნო დებატების მუდმივ პლატფორმას წარმოადგენს. სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ კომენტარი ვთხოვეთ თბილისის მერს „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებაზე. კალაძის თქმით, ოპონენტები მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში მისი ლანძღვით და მისი ოჯახის შეურაცხყოფით იყვნენ დაკავებულნი და თბილისთან დაკავშირებით არანაირი ხედვა და საარჩევნო პროგრამა არ წარუდგენიათ. მერობის კანდიდატმა პირველ ტურამდე გამართულ დებატებში მელიას საქციელიც გაიხსენა. შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს საქართველოს პირველი არხის ეთერში თბილისის მერობის 18-ვე კანდიდატს შორის დებატები მოეწყო. მელიამ დებატებში კახა კალაძესთან ერთად მონაწილეობაზე უარი თქვა და მისასალმებელი სიტყვის შემდეგ სტუდია დატოვა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ნიკა მელიას პასუხი კახა კალაძეს - 26/10/2021
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
კახა კალაძის პასუხი ზაზა სარალიძის ბრალდებაზე
MULTIMEDIA GE
კახა კალაძის პასუხი ლევან ხაბეიშვილს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თქვენ გგონიათ მე რეზინის შვილები მყავს? - კახა კალაძის პასუხ...
MULTIMEDIA GE
დამცინით ბატონო კახიიი? - "მთავარი არხი"-ს ჟურნალისტის კითხვ...
MULTIMEDIA GE
ქალაქის ბიუჯეტიდან ავიღე თანხები, წავედი მილანში, თმა შევიჭე...
POS TV
კახა კალაძის მექანიკური პასუხი ვასიკო ოდიშვილის ანეკდოტი
GasartobiTV
პასუხი დეზინფორმაციაზე - კახა კალაძის ახალი კამპანია
MULTIMEDIA GE