ხორციანი ბლინები, ხორციანი ბლინების ცომი, блинчики с мясом

11/10/2020
ifif_ana-ის მიერ

თუ მოგეწონათ ვიდეო გამოიწერეთ იუთუბ არხი და გააქტიურეთ ზარის ღილაკი.

ინგრედიენტები:
პოერციაში გამოდის 30 ცალი ბლინი
თბილი წყალი 5 ჭიქა (200გრამიანი);
კვერცხი 6 ცალი;
ზეთი 3 სკ;
მარილი 1/2 ჩკ;
ფქვილი 4,5 -5 ჭიქა.
ხორცის შიგთავსისთვის:
საქონლის ფარში 500 გრ;
ხახვი 1 თავი;
ძირა 1/2 ჩკ;
ქონდარი 1/2 ჩკ;
მარილი და წიწაკა გემოვნებით;
კარაქი 1 სკ;
ზეთი 2-3 სკ.
სოუსისთვის:
არაჟანი 3 სკ;
ნიორი 1 კბილი;
ცერეცო 3 ღერი.
პირველ რიგში მოვამზადოთ მასა. წყალში ჩავყაროთ რიგ რიგობით ინგრედიენტები, კვერცხი,ზეთი,მარილი და ბოლოს ფქვილი. კარგად ავთქვიფოთ,ისე რომ მთლიანად გაიძრას ფქვილი და არ დარჩეს კურკუტები. დავტოვოთ 15-20 წუთით.
მოვამზადოთ ხორცის შიგთავსი. მოვთუშოთ ხორცი ტაფაზე, პროცესში გამოუშვებს სითხეს. მისივე სითხეში ვთუშოთ, სანამ არ ჩაუშრება. დავუმატოთ ცხიმი. ზეთიც და კარაქიც. დავაყაროთ წვრილად დაჭრილი 1 თავი ხახვი. ვთუშოთ სანამ ხახვი არ მიიღებს ოქროსფერ შეფერილობას და ხორცი არ მოიხარშება. აუცილებლად გასინჯეთ რასაც ამზადებთ. დავუმატოთ სუნელები ძირა და ქონდარი. მარილი და წიწაკა. ხორცი მზად არის. დავტოვოთ გასაცივებლად.
დავიწყოთ ბლინების ცხობა. ავიღოთ ბლინების ტაფა რომელიც არ იკრავს. დავასხათ მასა ისე როგორც ვიდეოშია ნაჩვენები და ვაცხოთ მხოლოდ ერთი მხრიდან.
გამომცხვარ ბლინებში მოვათავსოთ ხორცი, გავახვიოთ და შევწვათ ცხიმში ორივე მხრიდან.
სოუსისთვის დავჭყლიტოთ ნიორი, წვრილად დავჭრათ ცერეცო და შევურიოთ არაჟანს. გემოვნებით მოვაყაროთ მარილი. სოუსიც მზად არის.
გემრიელად მიირთვით

გამოგვყევით ინსტაგრამზე და ტიკ ტოკზე @ifif_ana

Ингредиенты
яйцо 6 штуки
вода 5 чашки (теплая)
мука 4.5-5 чашка
соль 1/2 чайных ложки
растительное масло 3 столовых ложки
фарш 1/2 килограмма (я использовала говяжий)
луковица 1 штука (средняя, мелко нарезанная)
соль По вкусу
перец По вкусу
Чабер ½ чайных ложки
Дзира ½ чайных ложки
сметана (для подачи) 3 столовых ложки
Чеснок 1 з
Укроп 3 ш

Сначала приготовьте массу. Добавьте ингредиенти в воду, яйца, масло, соль и, наконец, муку. Хорошо вымесить, чтобы мука полностью удалилась и не осталось крошек. Оставить на 15-20 минут.
Подготовить мясную начинку. Выложите мясо на сковороду, при этом оно будет выделять жидкость. Окуните в ту же жидкость, пока она не высохнет. Добавьте жир. И масло, и масло. Посыпать 1 мелко нарезанной луковицей. Готовьте, пока лук не станет золотистым, а мясо не прожарится. Обязательно пробуйте то, что готовите. Добавьте специи к основе и чабер. Соль и перец. Мясо готово. Оставить остывать.
Приступим к выпеканию блинов. Залить массу как показано на видео и запекать только с одной стороны. В запеченные блини выложить мясо, обжарить в жире с двух сторон. Для соуса измельчить чеснок, мелко нарезать фенхель и смешать со сметаной. Посолить по вкусу. Соус тоже готов.

FOLLOW ME:
IG → https://www.instagram.com/ifif_ana/
Facebook - https://www.facebook.com/IFIF ANA
Business enquires: [email protected]
Tik Tok: @ifif_ana

#ბლინები #ხორციანიბლინები #blinebi