შეხვედრა სტუდენტებთან

18.11.2022 01:22

საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებულ კულტურულ-საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში, ახალგაზრდები სამცხე- ჯავახეთის, კახეთისა და ქვემო-ქართლის ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტური დასახლებებიდან საქართველოს პარლამენტს ეწვივნენ. სემინარის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა და მათ ევროპული ინტეგრაციის, კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა და საკანონმდებლო ჰარმონიზაციასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ესაუბრა. ორდღიანი კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარების ციკლი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: