„აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“

14.03.2019 03:24

ოფიციალური თბილისი ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ოჯახებს ეკონომიკური სარგებლის მიღების ახალ შანსს სთავაზობს. მოსახლეობის სავაჭრო ურთიერთობების წასახალისებლად საგრანტო პროგრამა დაიწყო. საუბარია საოკუპაციო ზოლს აქეთ და იქით მცხოვრებ მოქალაქეებს შორის ერთობლივ ბიზნესსაქმიანობაზე, რასაც მთავრობა დააფინანსებს. აუცილებელი პირობაა, რომ პროგრამის ერთ-ერთი მონაწილე ოკუპირებულ რეგიონში ცხოვრობდეს. საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ, განაცხადი ონლაინ-რეჟიმში, სპეციალურ ვებგვერდზე ქართულ და აფხაზურ ენებზე შეავსონ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო