„ერიქსონის" მთავარი პროგრამისტის სემინარი თესაუ-ში


თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის კომპანია „ერიქსონის\" მთავარმა პროგრამისტმა, მარკო ტოივონენმა სემინარი ჩაატარა. შეხვედრის პირველი ნაწილი გაცნობით ხასიათს ატარებდა. საკუთარი თავის წარდგენის შემდეგ, ფინელმა სტუმარმა დამსწრე საზოგადოებასთან თანამედროვე სამუშაო კულტურის ასპექტები განიხილა და ახალგაზრდებს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობის შთაბეჭდილებები გაუზიარა.
შეხვედრის მეორე ნაწილში ტოივონენმა პროგრამირებაზე ისაუბრა და მომავალ პროგრამისტებთან მარტივი ამოცანის გადაჭრის მაგალითიც განიხილა. შეხვედრის დასასრულს სტუმარმა დამსწრე საზოგადოების კითხვებს უპასუხა. სტუდენტებმა სემინარი დადებითად შეაფასეს და გამოთქვეს სურვილი, რომ მსგავს თემებთან დაკავშირებით, შეხვედრები ხშირად გაიმართოს.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1j4dBxk

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან