საქველმოქმედო განცხადება


საზოგადოების დახმარება ორი შვილის მამას, 44 წლის ირაკლი არაბულს სჭირდება. ახალგაზრდა კაცი ინსულტის შედეგად უკვე სამი თვეა კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. ინსულტთან ერთად ექიმებმა მას მენინგიტისა და აფსცესის დიაგნოზიც დაუსვეს. ირაკლი არაბულს უკვე ჩაუტარდა რამდენიმე ოპერაცია და მკურნალობის ძვირადღირებული კურსი. ოჯახმა სრულად ამოწურა მის ხელთ არსებული ფინანსური რესურსი. ახალგაზრდა კაცის სიცოცხლის გადასარჩენად კი კვლავ აუცილებელია ქირურგიული ჩარევა და მკურნალობა საზღვარგარეთ, რისი შესაძლებლობაც ოჯახს არ აქვს და დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავს.

ყველას, ვისაც სურს ირაკლი არაბულის დახმარება, თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებული ანგარიშის ნომრებზე შეუძლია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან