„მეამაყება საქართველო\" რუხის ციხეში.
„მეამაყება საქართველო\" -- ასე ეწოდება მოძრავ ფესტივალს, რომელიც ზუგდიდში, ენგურის ხიდთან ახლოს რუხის ციხეში ჩატარდა.პროექტი ხელოვნებით დაინტერესებულ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს აერთიანებს და საქართველოს ისტორიული ქალაქების კულტურას, მათ წარსულს აცნობს .
ფესტივალში „მეამაყება საქართველო\" მონაწილეობენ :ზუმბა ,სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ოდოია\" .რუსთავი 2 პროექტ თქვენი შოუს წამყვანები და ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივები.
გარდა ამისა კონცერტის დაწყებამდე პროექტის ფარგლებში, ციხის შუაგულში გაიმართა პოეზიის საღამო , სადაც საკუთარი შემოქმედება ახალგაზრდა ზუგდიდელმა პოეტებმა თემურ ელიავამ, მარიამ თორიამ და გიორგი გობეჩიამ საზოგადოებას კიდევ ერტხელ გააცნეს.
პროექტის ფარგლებში კონცერტის პარალელურად მიმდინარეობდა სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, გამოიფინა თექისა ნამუშევრები, ასევე ტილოზე შესრულებული ფერწერული ნახატები.
პროექტი „მეამაყება საქართველო\" 7 სექტემბერს დასრულდება, მანამდეკი ახალგაზრდები მთელ საქართველოს მოივლიან.
http://www.odishi.ge/
/ odishitv