რეფერენდუმი - სალომე ზურაბიშვილის ახალი დავალება

29.05.2024 08:27

სალომე ზურაბიშვილის მოწოდება დიდი ალბათობით მოწოდებად დარჩება. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მიღებიდან რამდენიმე საათში გამოცხადებული ინიციატივა გაუგებარია ოპოზიციისთვისაც, რომელიც, წინა წლებისგან განსხვავებით, პრეზიდენტის ბოლოდროინდელ ქმედებებსა თუ ინიციატივებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. სახელმწიფოს მეთაურის პოზიციით, ქვეყნის დასავლური კურსის დეკლარირებას რეფერენდუმი სჭირდება. სახელმწიფოს მეთაურს კონსტიტუციის იმ მუხლზე მიუთითეს, რომელშიც საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი და ევრო-ატლანტიკური კურსი მკაფიოდ განსაზღვრულია. ფაქტია, რომ, „ქართული ქარტიისგან“ განსხვავებით, რეფერენდუმის ჩასატარებლად ხელმოწერების შეგროვებაზე პრეზიდენტის მოწოდებას თანხმობის ნაცვლად კითხვები და რეფერენდუმის პროცედურების შეხსენება მოჰყვა. მათ შორის ისიც, რომ რეფერენდუმს პრემიერის თანახელმოწერაც სჭირდება. ახალი გზავნილები სალომე ზურაბიშვილმა ვიდეო მიმართვის სახით გაავრცელა. ოპოზიციონერი აქტორების მოწოდების მიუხედავად, პრეზიდენტმა საპროტესტო აქციაზე მისვლას სხვა ფორმა არჩია.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური და  კონსტიტუციური სამართალმემკვიდრეობა უნდა აღადგინოთ!!!
07:19

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური და კონსტიტუციური სა...

Beso Mikava

სალომე ზურაბიშვილის განცხადება - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
08:41

სალომე ზურაბიშვილის განცხადება - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მოჩვენებითი რეფერენდუმის გაფორმება საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა - სალომე ზურაბიშვილი
00:45

მოჩვენებითი რეფერენდუმის გაფორმება საერთაშორისო სამართლის აშ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

პრეზიდენტი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის 25 წლის იუბილეს საზოგადოებას ულოცავს
01:26

პრეზიდენტი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის 25 წლის იუბ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

\"ეს არის საქართველოს რუსიფოკაციის  სრულიად მიზანმიმართული პროექტი. შეურაცხადი, ადამიანების სექტაა\"
34:07

"ეს არის საქართველოს რუსიფოკაციის სრულიად მიზანმიმართული პრ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

\"ეს არის რუსეთის უაღრესად ცინიკური ქმედება, რომელიც ჩვენთვის, მსოფლიოსთვის  სრულიად მიუღებელია\"!
02:39

"ეს არის რუსეთის უაღრესად ცინიკური ქმედება, რომელიც ჩვენთვის...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

გაბრაზებულები ხართ დღეს ხომ?  გაბრაზდით, მაგრამ დავიწყოთ საქმე - პრეზიდენტის მიმართვა
03:39

გაბრაზებულები ხართ დღეს ხომ? გაბრაზდით, მაგრამ დავიწყოთ საქ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

სალომე ზურაბიშვილის განცხადება
00:37

სალომე ზურაბიშვილის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო