ომი უკრაინაში - 374-ე დღე


ომის 374-ე დღე უკრაინაში - რუსეთის არმიამ დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონი საარტილერიო დანადგარებიდან დაბომბა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შედეგად დანგრეულია რამდენიმე შენობა. მათ შორის ოთხი საცხოვრებელი სახლი. იბომბება სუმის ოლქიც. რთული რჩება ვითარება დონბასშიც, სადაც რუსი სამხედროები ქალაქ ბახმუტს უტევენ.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში უკრაინის არმიამ ოკუპანტების 150 შეტევა მოიგერია. მათ შორის კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და შახტიორსკის მიმართულებით. ამასთან, უკრაინის ხელისუფლებამ კუპიანსკიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო. პარალელურად, გაიზარდა რუსეთის მიერ ზაპოროჟიეზე მიტანილი იერიშის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია ათი ადამიანი. მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი. ამ ფონზე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მოუწოდა ევროკავშირს, გაზარდოს საარტილერიო ჭურვების მიწოდება. ოლექსი რეზნიკოვის თქმით, უკრაინას თვეში 250 ათასი ასეთი ჭურვი ესაჭიროება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან