"ჯარისკაცის მამა" გადაღებიდან 50 წლის იუბილე
მაისს, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გაიმართა ქართული მხატვრული ფილმის - "ჯარისკაცის მამა" გადაღებიდან 50 წლის იუბილე. აღნიშნულთან დაკავშირებით მუზეუმის "უკვდავთა თაღში" გაიხსნა დიდი კინორეჟისორის, სახალხო არტისტისა და საზოგადო მოღვაწის, რეზო ჩხეიძის ხელის ანაბეჭდი, მისივე ავტოგრაფით. რეზო ჩხეიძის ფილმმა "ჯარისკაცის მამა" კინოეკრანზე გამოსვლისთანავე (1964 წ.) დიდ წარმატებას მიაღწია და პრემია კორკში (ირლანდია), X საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღო; 1965 წელს დაიმსახურა დიპლომი სან-ფრანცისკოსა და სალონიკის კინოფესტივალებზ; რომის II საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმმა პრიზი - „კაპიტოლიუმის იუპიტერი" მიიღო. ხელოვნების სასახლეში ანაბეჭდების გახსნის ტრადიციას ერთი წლის წინ ჩაეყარა საფუძველი. აღნიშნულ თაღში ყველა იმ პიროვნების ხელის ანაბეჭდი იქნება წარმოდგენილი, ვისაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართული კულტურის განვითარებაში. ამ ეტაპზე უკვე გახსნილია კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას, მსახიობების - ოთარ მეღვინეთუხუცესის, გივი ბერიკაშვილის, კახი კავსაძისა და მომღერალ პაატა ბურჭულაძის ხელის ანაბეჭდები. ღონისძიებას დაესწრო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
ჯარისკაცის მამა
bach exsa
ჯარისკაცის მამა
zura tavartqiladze
ჯარისკაცის მამა
Amir Ananda
ჯარისკაცის მამა
natia natouka beridze
ჯარისკაცის მამა (1964) HDTVRip Geo - ფერადი ვერსია
Irakli Darchiashvili
"ჯარისკაცის მამა" - "შენ ხარ ვენახი" (jariskacis mama)
კინოკადრები - kinokadrebi Geo Movie Clips
„ჯარისკაცის მამა“ (U) - 8 მაისს, 23:30
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"ჯარისკაცის მამა" - ქართველი მებრძოლის გენეალოგია (jariskaci...
კინოკადრები - kinokadrebi Geo Movie Clips