#არჩევნები2020 საარჩევნო კამპანია

03.10.2020 01:01

127-კაციანი პარტიული სია და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა პარტიამ „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“. პრეზენტაცია დედაქალაქის მთავარ გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს წინ გაიმართა. პარტიის სახელით რუსთავში იბრძოლებს - მალხაზ გორგასლიძე, სამგორში გამარჯვების მოპოვებას გიორგი ხოსიტაშვილი შეეცდება. პოლიტიკურ გუნდს კანდიდატი ეყოლება ისანში  - დავით ჩიგოგიძე, დიდუბე-ჩუღურეთში ოთარ ბაღათურია დასახელდა, ახალციხე-ადიგენი-ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარულ ოლქში კი ზურაბ ხუციშვილი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Paliani