HI - Tech სიახლე

07/30/2018
IT Academy STEP Georgia-ის მიერ

https://ge.itstep.org/join-us/
უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებისას თქვენი მოზარდი უკვე თავად გააკეთებს არჩევანს და ფინანსური კუთხითაც შეძლებს შემდგომი ინტელექტუალური განვითარების მატერიალურად უზრუნველყოფას. ამ ყველაფრის საშუალებას მისცემს უზარმაზარი კომპიუტერული ცოდნა და გამოცდილება, რის მეშვეობითაც სახლიდან გაუსვლელადაც შეძლებს იმუშაოს და მოიწყოს უზრუნველი ცხოვრება და მომავალი. პროფესიებზე ვისაუბრებთ მომავალ პუბლიკაციებში, ახლა კი შევეცდებით აგიხსნათ, რომ სკოლის პარალელური სწავლება თქვენს შვილს არათუ ხელს შეუშლის განვითარებაში, არამედ პირიქით გაზრდის მისი ცოდნის მარაგს, რადგანაც თვითონაც იცით, რომ კომპიუტერის ან სმარტფონის გართობის მიზნით მოხმარება მხოლოდ უქმად აკარგვინებს მოზარდს სწავლისთვის განკუთვნილ ძვირფას დროს. თქვენს შვილს ეცოდინება კომპ. ტექნიკის და ინტერნეტის გონივრული გამოყენების წესები მისი ინტელექტუალური განვითარებისთვის და ჩვენი დახმარებით შეიძენს არამარტო მოკლევადიან პერიოდზე გათვლილ ცოდნას, არამედ მრავალწლიან პერსპექტივაზე.
მიაქციეთ ყურადღება, რომ ყოველდღიურად გვიწევს ახალ, მაღალტექნოლოგიურ მოდელებთან შეხება და ყველას გვაქვს სურვილი ვფლობდეთ ტექნიკის უახლოეს მიღწევების შესაბამის ნივთებს. ასევე თვითონ დამსაქმებელსაც ბუნებრივია უნდა გვერდით ჰყავდეს უახლესი ცოდნით და კრეატივით აღჭურვილი თანამშრომლები და არა ისინი ვინც კმაყოფილდება ძველი დროში მიღებული თუნდაც დიდი გამოცდილებით და არ ვითარდება წლების სვლასთან ერთად.
დაიმახსოვრეთ, რომ თქვენმა შვილმა უკვე ბავშვობიდან დაიწყო ფორმირება და უკეთ ითვისებს ინფორმაციას ვიდრე ჩვენ.
არ დაკარგოთ დრო ფუჭად, არამედ შეეცადეთ დრომ იმუშაოს თქვენს სასარგებლოდ!
https://ge.itstep.org/join-us/