HI - Tech სიახლე

06/21/2018
IT Academy STEP Georgia-ის მიერ

პროექტი წარმოადგენს line following რობოტების რბოლას. იგი აერთიანებს თანამედროვე ელექტრონიკის ორ მნიშვნელოვან ასპექტს: კომპიუტერულ საინჟინრო და პროგრამულ საინჟინრო მიმართულებებს. პროექტში მონაწილეობა არის უფასო და ემსახურება ბავშვების მომავალ გონებრივ განვითარებას.ჩვენ ყოველ დღე, სამუშაო საათების განმავლობაში, საათში ერთხელ შევძლებთ მივიღოთ სკოლებიდან 30 ბავშვიანი ჯგუფები 7-11 კლასებიდან, ჩავუტაროთ პატარა მასტერკლასები მიკროელექტრონიკაში და რობოტოტექნიკაში და გავაცნოთ კონკურსის პირობები. დაინტერესებული ბავშვები დაიყოფებიან ჯგუფებად, რომელთაც მენტორინგს გაუწევს ჩვენი პროფესიონალი პედაგოგები და მათი დახმარებით შექმნიან პროტოტიპებს.პროექტში პირველ ადგილზე გასული მონაწილეები დასაჩუქრდებიან IT აკადემია „სტეპი“-ს საზაფხულო სკოლის სრული 740 ლარიანი პაკეტით, მეორე ადგილზე გასულები დასაჩუქრდებიან საზაფხულო სკოლის 320 ლარიანი პაკეტით, ხოლო მესამე ადგილზე გასულები მიიღებენ 50 ლარიან ვაუჩერებს IT აკადემია „სტეპი“-ს სასწავლო კურსებზე. ფინალი გაიმართება 27-სა და 28 ივნისს ტექნოლოგიურ პარკში 10 საათზე.
https://ge.itstep.org/join-us/