ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის სასჯელი მკაცრდება

02.02.2018 02:52

ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომაზე ქურდული სამყაროს წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილების პროექტი წარადგინა, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა და განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნა. გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კანონპროექტის შინაარსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. "ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო იმ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც დღეს იყო წარმოდგენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. ეს ეხება იმ ჩარჩო/კანონმდებლობის ცვლილებას, რომელიც ქურდული სამყაროს დანაშაულებრივ კომპონენტს არეგულირებს. აქ ძალზე მნიშვნელოვანია და მე მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო ერთი რამ, რომ დღეს, როდესაც ქვეყანა დგას კონკრეტული გამოწვევების წინაშე, კრიმინალური მენტალიტეტი და ორგანიზებული დანაშაული არის ძალზე დიდი რისკის შემცველი. ფაქტობრივად, ეს არის ის შემთხვევა და ის კომპონენტი, რომელიც ქვეყნის განვითარებას აფერხებს ბევრი სხვადასხვა მიმართულებით: პირველ რიგში, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ ახალგაზრდობის კომპონენტი, ახალგაზრდობასთან მუშაობის კომპონენტი, ჯანსაღი ცხოვრების კომპონენტი. ასევე, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ორგანიზებული დანაშაული ერთმნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ალბათ, ყველას შეგვიძლია შევთანხმდეთ იმაზე, რომ ჩვენ წარმატებულ ქვეყანას ვერ ავაშენებთ, თუ ამ გამოწვევას სათანადოდ ვერ ვუპასუხებთ. სწორედ ამიტომ, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ის საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც დღეს მუშაობს, შექმნილი იყო 2005 წელს. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, გამოწვევები ცოტა უფრო სხვა ხარისხის არის. შეიძლება ითქვას, რომ ბევრი რამ შეიცვალა ტექნოლოგიურ დონეზეც, სასამართლო სისტემის დონეზეც. ამიტომ ჩვენ დავდექით იმ აუცილებლობის წინაშე, რომ ეს კანონმდებლობა იყო შესაცვლელი. რა არის ამ ცვლილების ძირითადი მიმართულება, გარდა იმისა, რომ კონკრეტული დანაშაულებისათვის მკაცრდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა? ჩნდება ახალი ცნებები, როგორიცაა: ქურდული სამყაროსადმი მიმართვა, ქურდული სამყაროს მხარდაჭერა, ქურდული სამყაროს წევრობა. ასევე, არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც ნიშნავს ქურდული სამყაროს პასიურ წევრობას, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი უნდა გახდეს ჩვენი სასამართლო და საგამოძიებო სისტემისთვის. თუმცა არის ერთი ძალზე მნიშვნელოვანი სიახლეც, რაც გულისხმობს იმას, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქურდული სამყაროს წევრი ითანამშრომლებს გამოძიებასთან მძიმე ან ნაკლებად მძიმე დანაშაულის გახსნაში, მაშინ ის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება. მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ ეს ცვლილებები არის ის აუცილებლობა, რომლებიც საჭიროა ამ გამოწვევის, პირველ რიგში, ორგანიზებული დანაშაულის საპასუხოდ და რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი არის წარმატებული ქვეყნის აშენება, რისთვისაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამარცხოთ ორგანიზებული დანაშაული". Facebook :   / miaofgeo   Twitter :   / miaofgeorgia   Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის სასჯელი მკაცრდება
01:58

ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის სასჯელი...

Giorgi Kvirikashvili

ნათია მეზვრიშვილის კომენტარი ქურდული სამყაროს საკანონმდებლო ცვლილებთან დაკავშირებით
01:19

ნათია მეზვრიშვილის კომენტარი ქურდული სამყაროს საკანონმდებლო...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

დაკავება „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით
04:22

დაკავება „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით  სამი პირია დაკავებული
01:25

„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმარ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდისთვის მიმართვის ბრალდებით სამი პირი დააკავა
00:50

შსს-მ ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდისთვის მიმ...

PalitraNews

\"ქურდული სამყაროს\"  წევრობის და \"კანონიერი ქურდისთვის\" მიმართვის ბრალდება
04:24

"ქურდული სამყაროს" წევრობის და "კანონიერი ქურდისთვის" მიმარ...

TV IMEDI

„ქურდული სამყაროს“ წევრობის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
05:26

„ქურდული სამყაროს“ წევრობის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ქურდული სამყაროს წევრობის და კანონიერი ქურდისთვის მიმართვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
00:38

ქურდული სამყაროს წევრობის და კანონიერი ქურდისთვის მიმართვის...

TV 25

ყველა ვიდეო