ნათია მეზვრიშვილის კომენტარი ქურდული სამყაროს საკანონმდებლო ცვლილებთან დაკავშირებით

03.02.2018 01:19

კანონპროექტით არაფერი შეცვლილა ქურდული სამყაროს წევრის და კანონიერი ქურდის მიერ საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში დაკავებასთან დაკავშირებით. როგორც კი ეს პირები გადმოკვეთენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარს, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დაუყოვნებლივ მოხდება მათი დაკავება. ერთი სიტყვაც ამ მხრივ კანონპროექტში შეცვლილი არ არის. უფრო მეტიც, მთელი რიგი მიმართულებებით ეს კანონპროექტი ითვალისწინებს გაცილებით უფრო მკაცრ მიდგომებს, ვიდრე დღეს მოქმედი კანონით არის ეს გათვალისწინებული. მაგალითად, ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის სანქციები იზრდება 15 წლამდე ვადით. ასევე, მთელი რიგი ქმედებები, რომლებიც დღეს დანაშაულს არ წარმოადგენს, ცხადდება დანაშაულად. ანუ, ფართოვდება იმ ქმედებების წრე, რომელიც დანაშაულად იქნება მიჩნეული. მაგალითად, დანაშაული იქნება ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა - საკმაოდ მკაცრი სანქციით, დანაშაული იქნება ნებისმიერი პირის მიერ ქურდული შეკრების ორგანიზება და ამგვარ შეკრებაში მონაწილეობა და დანაშაული იქნება ქურდული სამყაროს და კანონიერი ქურდის, ასევე, ქურდული სამყაროს საქმიანობის ნებისმიერი ფორმით მხარდაჭერა: ეს იქნება ფიზიკური მხარდაჭერა, ეს იქნება ფინანსური მხარდაჭერა თუ ა.შ. ანუ, მთელი რიგი მიმართულებებით კანონმდებლობა გაცილებით უფრო მკაცრი გახდება ვიდრე ეს არის დღეს მოქმედი კანონი. Facebook :   / miaofgeo   Twitter :   / miaofgeorgia   Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ნათია მეზვრიშვილის კომენტარი ქურდული სამყაროს წინააღმდეგ კანონპროექტზე
01:22

ნათია მეზვრიშვილის კომენტარი ქურდული სამყაროს წინააღმდეგ კან...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ნათია მეზვრიშვილის კომენტარი „ზოგადი განათლების“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ.
02:03

ნათია მეზვრიშვილის კომენტარი „ზოგადი განათლების“ კანონში ცვლ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ნათია მეზვრიშვილის კომენტარი ევროპარლამენტის დელეგაციასთან შეხვედრასთან დაკავშირებით
01:06

ნათია მეზვრიშვილის კომენტარი ევროპარლამენტის დელეგაციასთან შ...

საქართველოსთვის / For Georgia

ნათია მეზვრიშვილის შეფასებები
12:57

ნათია მეზვრიშვილის შეფასებები

Formula News

ნათია მეზვრიშვილი | კომენტარი
11:17

ნათია მეზვრიშვილი | კომენტარი

Formula News

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი გადაცემაში „კომენტარი“
10:45

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშ...

საქართველოსთვის / For Georgia

განხეთქილება გახარიას პარტიაში
03:23

განხეთქილება გახარიას პარტიაში

TV IMEDI

ნათია მეზვრიშვილის ჩართვა „ტელეკომპანია პირველის“ გადაცემაში „რეაქცია“
25:46

ნათია მეზვრიშვილის ჩართვა „ტელეკომპანია პირველის“ გადაცემაში...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყველა ვიდეო