მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის ბრალის წარდგენა

22.11.2020 01:08

წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს ბრალი დღეს უნდა წარუდგინონ. 31 წლის მამაკაცი ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია. ლევან ზურაბაშვილი ორგანიზაციაზე თავდასხმის, რამდენიმე პირის მძევლად აყვანისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის აიყვანეს. ის ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. ამასთან, ადვოკატი ამბობს, რომ ლევან ზურაბაშვილს ყუმბარის ფორმის სანთებელა ჰქონდა და ნივთი საფრთხეს არ წარმოადგენდა. უფლებადამცველი ამბობს, რომ ამას ექსპერტიზაც დაამტკიცებს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალში, მამაკაცი, ორი დღის წინ, დაახლოებით 16 საათისათვის შეიჭრა და 17 ადამიანი მძევლად აიყვანა. სამართალდამცველებთან რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლები ეტაპობრივად გაათავისუფლა.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს ბრალს აცნობენ
04:18

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს ბრალს აცნობენ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სპეცოპერაცია წერეთლის გამზირზე
01:20

სპეცოპერაცია წერეთლის გამზირზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სპეცოპერაცია წერეთლის გამზირზე
05:36

სპეცოპერაცია წერეთლის გამზირზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის ადვოკატი გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს.
01:45

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის ადვოკატი გენერალუ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება
00:54

სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი პირი სამ მოთხოვნაზე საუბრობს
10:08

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი პირი სამ მოთხოვნაზ...

TV IMEDI

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი დაკავებულია
14:11

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი დაკავებულია

TV IMEDI

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავმდამსხმელი დაკავებულია
04:30

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავმდამსხმელი დაკავებულია

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ყველა ვიდეო