Prince of Monaco in Georgia
მიხეილ სააკაშვილმა პრინც ალბერ მეორეს მესტიაში იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დაათვალიერებინა. მეგზურობას მას საქართველოს პრეზიდენტი პირადად უწევდა. მესტიის აეროპორტიდან მიხეილ სააკაშვილი საჭეს თავად მიუჯდა და მონარქის მემკვიდრე მესტიის უძველეს უბანში ლანჩვალში გაასეირნა, სადაც ყველაზე ახალი ძეგლი 12 საუკუნეს განეკუთვნება. ამჟამად, იქ სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელთა შედეგად, უბანს პირვანდელი იერსახე დაუბრუნდება. ლანჩვანში მათ მე-4 საუკუნეში აშენებული სახლიც მოინახულეს, სადაც ტრადიციული სვანური კერძები დააგემოვნეს და გოგონათა ანსამბლ „ლაგუშედას" შესრულებით, სვანური სიმღერებიც მოისმინეს. ქვეყნის პირველმა პირმა სტუმარი ჰაწვალის მთაზეც აიყვანა, საიდანაც მესტიისა და უშბის ულამაზესი ხედები იშლება. მონაკოს პრინცი ალბერ მეორე ლაღამსაც ესტუმრა და სოფელში არსებული უძველესი სალოცავიც მოინახულა. მესტიიდან საქართველოს პრეზიდენტი და ალბერ მეორე ბათუმში ჩავიდნენ, სადაც ხელოვნების ახლადგახსნილ ცენტრში სპექტაკლს „ქეთო და კოტე" დაესწრნენ. მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილმა მონაკოს პრინცს განახლებული ბათუმიც დაათვალიერებინა. web-page: http://www.mcs.gov.ge faceebook: http://www.facebook.com/culturegovge twitter: http://twitter.com/#!/CULTUREgovge youtube: / culturegovge flickr: http://www.flickr.com/photos/cultureg... myvideo: http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
ნინო ზღაპარაძის ედემის ბაღი
ელენეს ვარდები Elene's roses
FRENCH RIVIERA DURING COVID 19| მოგზაურობა კოვიდ ინფექციის დ...
Nini Bilikhodze
მონაკოს პრინცი მესტიაში და ბათუმში
MES Georgia
მონაკოს პრინცი და პრეზიდენტი რთველში
EUNATO GovGe
მონაკოს პრინცი მესტიასა და ბათუმში
EUNATO GovGe
Prince of Persia Warrior Within qartulad ნაწილი 2
Saba N1 Player
Prince of Persia: Warrior Within ((all life upgrade))
Saba N1 Player
Prince of Persia Warrior Within qartulad ფინალი ( დაჰაკა )
Saba N1 Player