ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადება

24.10.2019 05:53

გაფრთხილების და მუქარისშემცველი გზავნილი ცხინვალიდან. არაღიარებული რეჟიმი ოფიციალურ თბილისს ფართომასშტაბიანი პროვოკაციის მზადებაში ადანაშაულებს. ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადება საკმაოდ მწვავეა და მასში გამოყენებულია ფრაზები: „ქართველი პროვოკატორები“, „რევანშისტული მისწრაფებები“. დე-ფაქტო ხელისუფლება ისევ ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანასთან ქართული საპოლიციო საგუშაგოს მოწყობითაა გაღიზიანებული და ამ კონტექსტში შეიარაღებული კონფლიქტის მზარდ საფრთხეზე მიუთითებს. ცხინვალის არაღიარებული რეჟიმი, რომელიც საოკუპაციო ხაზთან გადაადგილების უფლებას ყოველდღიურად უხეშად არღვევს, ამ ბრალდებას ახლა ოფიციალურ თბილისს უყენებს. სწორედ ჩორჩანას პოსტის გამო, დე-ფაქტო ხელისუფლებამ ერგნეთის შეხვედრების უკვე რამდენიმე რაუნდი ჩაშალა, ჩორჩანას მოსაზღვრე სოფელ წნელისთან კი უკანონო საგუშაგო განათავსა.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

საოკუპაციო ხაზიდან გატაცებული მოქალაქე
01:59

საოკუპაციო ხაზიდან გატაცებული მოქალაქე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე
02:11

ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავა
00:44

საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დე ფაქტო სასამართლო პროცესი ოკუპირებულ ცხინვალში
00:46

დე ფაქტო სასამართლო პროცესი ოკუპირებულ ცხინვალში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმმა ე.წ. საზღვარი სამი დღით ჩაკეტა
00:18

ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმმა ე.წ. საზღვარი სამი დღით ჩაკეტა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დე ფაქტო სასამართლო პროცესი
01:09

დე ფაქტო სასამართლო პროცესი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გახშირებული პროვოკაციები საოკუპაციო ზოლთან
06:10

გახშირებული პროვოკაციები საოკუპაციო ზოლთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების სამსახურის გადაწყვეტილება
00:33

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების სამსახურის გა...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო