პრეზიდენტის იმპიჩმენტი - პოლიტიკური შეფასებები

06.10.2023 03:57

რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე, ცნობილი რამდენიმე დღეში გახდება. დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის ძირითადი კანონი - დასკვნით სიტყვას მოსამართლეთა კოლეგია 14 ოქტომბრამდე გააცნობს საზოგადოებას. დადებითი პასუხის შემთხვევაში, პრეზიდენტს პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურა ელოდება. განხილვა 3 ოქტომბრიდან მიმდინარეობდა. საკითხზე ცხრა მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი მსჯელობს. პროცესს პოლიტიკური სპექტრი ეხმაურება. ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მმართველ გუნდში კი აქცენტს სალომე ზურაბიშვილის მიერ კანონის დარღვევაზე აკეთებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: