მიხეილ სააკაშვილი პასუხს ელოდება.
ძალაში რჩება მოთხოვნა, რომლის მიხედვით შიმშილობა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის და პროტესტის უკიდურესი ფორმის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესის იქ გავლის შემთხვევაში შეწყდება. ხელისუფლებისთვის ყოფილი პრეზიდენტის ბოლო წერილი ულტიმატუმია. იმ არგუმენტით, რომ გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობა 24-საათიანი მონიტორინგით სრულად კონტროლდება, მმართველი გუნდი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საჭიროებას ვერ ხედავს. სააკაშვილის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების საკითხი და პენიტენციური სამსახურის მიერ გუშინ გავრცელებული ვიდეომასალა იყო მთავარი თემა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერთან ტელეფონით განიხილა. სრულად გარანტირებული უფლებები, - ასეთია ზელენსკის მთავარი გზავნილი. ცალკე ვნებათაღელვის და პროტესტის თემაა გუშინ გასაჯაროებული კადრებიც, რაც ოპოზიციის და უფლებადამცველების მხრიდან პატიმრის ღირსების შელახვად და მისი უფლებების უხეშ დარღვევად ფასდება.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.