უთხარით, დენის ფულს აღარ გადაიხდიან, ცარიელია ის სოფლები - ენუქიძე ნამახვანჰესზე
03/03/2021
Mtisambebi / მთის ამბები-ის
მიერ
© https://mtisambebi.ge/ - „იმ მოსახლეობას ვინმემ გამოუცხადოს, რომ 10 კილომეტრში რომელი სოფლებიც არსებობს, გათავისუფლდებიან დენის გადასახადისგან. არაფერი არ უჭირს, იქ არ არის ისე დასახლებული და მითუმეტეს, ზამთარში ცარიელია ის სოფლები. ათ კილომეტრში მოსახლეობა დენის გადასახადისგან გაათავისუფლონ და მოიხსნება ეს პრობლემა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ავთანდილ ენუქიძემ პლენარულ სხდომაზე ნამახვანჰესთან დაკავშირებით, რომლის წინააღმდეგაც დაწყებულ მოძრაობას დეპუტატები მხოლოდ მას შემდეგ გამოეხმაურნენ, რაც 28 თებერვალს, ქუთაისში მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა.