შინაგან საქმეთა სამინისტრომ კაზრეთში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

15.03.2018 00:27

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული გ.გ., განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.გ.-მ ბოლნისის რაიონის სოფელ კაზრეთში ნათესავს - 1964 წელს დაბადებულ რ.გ.-ს, ვალის გადაუხდელობის მოტივით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. რ.გ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დადგინდა, რომ რ.გ.-ს ბრალდებულის 7000 აშშ დოლარი ემართა და გადახდას ვერ ახერხებდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.გ., მომხდარიდან რამდენიმე საათში, სოფელ კაზრეთში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით. Facebook :   / miaofgeo   Twitter :   / miaofgeorgia   Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

დაკავება 5 ივლისს ჩადენილი ძალადობის ფაქტზე

დაკავება 5 ივლისს ჩადენილი ძალადობის ფაქტზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახევრამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახევრამდე სხვ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ორი პირი და...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი მძიმე დანაშაულები გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი მძიმე დან...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის მასშტაბური სქემა გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაც...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წევრობის ბრალდებით 10 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წევრობის ბრა...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყველა ვიდეო