ვინ თქვა რომ ვერ ავალთო?! - Who said we would not climb up there?


გზის სირთულის მიუხედავად დასახულ მიზანს მაინც მივაღწიეთ! მყინვარწვერი რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერ ანდრეი ილარიონოვთან ერთად დავლაშქრე. მთის ბოლო მონაკვეთზე ალპინისტური თოკებითა და სხვა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ავედით. თოკში ასევე უკრაინისა და ირანის მოქალაქეები ჩაებნენ, რომლებიც გზაში შემოგვხვდნენ. სწორედ ამ ინტერნაციონალური ერთობით 5047 მეტრზე, სიმბოლურად, საქართველოს დროშა აღვმართეთ.

გზაში რამდენიმე უკან მობრუნდებული ჯგუფი შეგვხვდა, რომელიც ჩვენც გვირჩევდა მსვლელობის შეწყვეტას, რადგან მათ, მწვერვალთან სიახლოვეში ძლიერი ქარის გამო, ასვლა შეუძლებლად მიაჩნდათ, მაგრამ მეორედაც უკან მობრუნება ჩვენ ნამდვილად არ გვხიბლავდა. იქ, მყინვარის თავზე განსაკუთრებული სიმძაფრით ხვდები თუ რა ლამაზი და განსაკუთრებულია ჩვენი საქართველო.

მჯერა რომ არ არსებობს მიზანი, რომელსაც ერთობით ვერ მივაღწევთ! საქართველოს მომავალი მყინვარწვერივით ნათელია! დაბრკოლებების მიუხედავად, ჩვენ ყველა მწვერვალს დავიპყრობთ!
დიდი მადლობა ორ უმაგრეს კაცს - მთის გამყოლთა ასოციაციის ხელმძღვანელს, გია აფაქიძესა და ლაშქრობის ვიდეო და ფოტო მასალის გადამღებს, პროფესიონალ ტელეოპერატოსა და მთასვლელს, ნიკა ლებანიძეს, მაღალი პროფესიონალიზმისა და თანადგომისათვის.

მიხეილ სააკაშვილი


We finally achieved our goal despite the tough road! I climbed Mount Kazbeki with one of the leaders of Russian opposition -- Andrey Ilarionov. We climbed the last part of the mount with alpinist ropes and special equipment. Citizens of Ukraine and Iran, whom we met on our way, also embraced the rope.I raised the Georgian National flag with such an international unity at a place elevated 5047 meters from sea level.

We met several groups on our way, which had turned around because of severe wind on the top. They advised us on turning back, but we didn't like the idea of turning back the second time. Once you reach the top you can realize with special intensity how beautiful and special our Georgia really is.
There is no unachievable goal through unity!

I'm confident that the future of our country is as bright as the peak of Mount Kazbegi! We will reach every height despite all the obstacles!
Thanks to two great men: Head of the Climbing Association Gia Apakidze and the professional cameraman of the entire hiking trip Nika Lebanidze for their high professionalism and backing.

Mikheil Saakashvili Visit Website: http://president.gov.ge
Visit Facebook: http://www.facebook.com/saakashvilimi...
Visit Twitter: http://www.twitter.com/SaakashviliM
----------------------------------------------------------------------------------------