დაზიანება ნავთობსადენ „დრუჟბაზე“
პოლონურმა ოპერატორმა ნავთობსადენ „დრუჟბაზე“, რომლითაც რუსეთიდან ნავთობი ევროპას მიეწოდება, გაჟონვა აღმოაჩინა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ნავთობსადენის პოლონური ოპერატორის PERN-ის განცხადებით, გაჟონვა პოლონეთის ტერიტორიაზე ქალაქ პლოცკიდან 70 კილომეტრის დაშორებით აღმოაჩინეს გასულ საღამოს. გაჟონვის მიზეზები ჯერჯერობით დაუდგენელია. „ამ ეტაპზე, PERN-ის ყველა სამსახური იღებს ზომებს ამ ტიპის სიტუაციისთვის გათვალისწინებული ალგორითმების შესაბამისად“, - ნათქვამია ოპერატორის განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ, გაჟონვა მოხდა „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ და ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენებზე, რაშიც რუსეთი და დასავლეთის ქვეყნები ერთმანეთს სდებენ ბრალს. ორივე მხარე გაჟონვის მიზეზად საბოტაჟს ასახელებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ტრავმა
ქართული არხი/Qartuli Arxi (Official)
დაზიანება ცენტრალურ წყალსადენზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაზიანება ცენტრალურ წყალსადენზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხერხემლის დაზიანება ბავშვებში
პირადი ექიმი- მარი მალაზონია
ავარიული დაზიანება ურდიას ქუჩაზე
Business Media Georgia
საბურავის დაზიანება და სათადარიგო საბურავის დაყენება...
იდეაფიქსი
გაზსადენის დაზიანება ბალტიის ზღვაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ძეგლის დაზიანება და განადგურება
Georgian heritage