კანონი ცილისწამების დასჯაზე - ირმა ზავრადაშვილი შესაძლოა პარლამენტში ინიციატივით წარდგეს

11.12.2020 01:14

მე ვიქნები ის პარლამენტარი, რომელიც გამოვა ინიციატივით, რომ ცილისწამებაზე იყოს ძალიან სერიოზული სასჯელი”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა ‘POSTV”-ს ეთერში სტუმრობისას განაცხადა, როდესაც არჩევნების გაყალბების შესახებ, ოპოზიციის მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებებზე გააკეთა კომენტარი. ირმა ზავრადაშვილი გადაჭრით არ ამბობს, რომ ამ ინიციატივით აუცილებლად წარდგება პარლამენტში, თუმცა განმარტავს, რომ მმართველი გუნდის მიმართ ბევრი ცილისმწამებლური ინფორმაციები ვრცელდება, რამაც ის და მისი თანაგუნდელები ძალიან გააბრაზა. მოიწონეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9 MULTIMEDIA.GE - მულტიმედია

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო