საყოველთაო კარანტინი დიდ ბრიტანეთში

05.01.2021 04:28

კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო, დიდ ბრიტანეთში კოვიდგანგაშის უმაღლესი დონე ცხადდება. საქართველოს საელჩო გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს. გავრცელების მკვეთრად მაღალი მაჩვენებლები „კოვიდ-19“-ის ახალ, მაღალი გადამდებობით გამორჩეულ ე.წ. ბრიტანულ შტამს უკავშირდება, რომელიც სწორედ ქვეყნის სამხრეთ ნაწილიდან გავრცელდა და სხვა ქვეყნებშიც შეაღწია.

დიდ ბრიტანეთში მკაცრი კარანტინი ცხადდება - სწორედ ამ გზით ცდილობს ახლა ქვეყანა ვაქცინაციის პირველ შედეგებამდე ახალი შტამის გავრცელების შეკავებას. ვაქცინის დანერგვის მიუხედავად, მძიმე ვითარებაა აშშ-სა და ევროპის ქვეყნებშიც. მოქალაქეები ვაქცინაციის ტემპების დაჩქარებას ითხოვენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Mankanebi