მარნეულში სასათბურე მეურნეობა - შპს „მზა ჩითილი“ გაიხსნა
სახელმწიფოს ხელშეწყობით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა - შპს „მზა ჩითილი“ გაიხსნა. მეურნეობაში, სადაც 30 ადამიანია დასაქმებული, წლიურად 30 მილიონი ჩითილის წარმოებაა შესაძლებელი. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება. კომპანია პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 1 862 000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 442 000 აშშ დოლარს შეღავათიანი აგროკრედიტი შეადგენს. კომპანია „მზა ჩითილი“ ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით ქართველ ფერმერებს მოამარაგებს დიდი რაოდენობის ჯანსაღი და ხარისხიანი ბოსტნეულის და ყვავილების ნერგებით. ანალოგიური საწარმო ჩვენს ქვეყანაში დღემდე არ არსებობდა და ქართველ მეწარმეებს მსგავსი ჩითილების შეძენა მხოლოდ უცხოეთიდან უწევდათ. სასათბურე მეურნეობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა, პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა რევაზ ასათიანმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, მისმა მოადგილემ მამუკა ნავერიანმა, პარლამენტის წევრმა რუსლან გაჯიევმა, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ ზაურ დარგალმა, თვითმმართველობის სხვა ხემძღვანელმა პირებმა და მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, „აწარმოე საქართველოში - ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას უზრუნველყოფს. http://marneuli.gov.ge/…/1832-marneul...
Municipality of Marneuli-ის სხვა ვიდეოები
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - ვითარება მარნეულ...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - მარნეულში ეპიდსიტ...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - ინფიცირების ახალი...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - ვითარება მარნეული...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - COVID-19 - ვითარე...
სპორტული ოლიმპიადა 2016-ის ოფიციალური გახსნის ცერე...
01:36
მერიის სამსახურებმა საკრებულოს წლიური ანგარიში წარ...
01:32:11
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვი...
მსგავსი ვიდეოები
#არტიშოკი ეკომიგრანტი ქალი, რომელმაც მარნეულში პირველი სასათ...
პირველი არხი - ფერმა
,,მზა ჩითილები"- ახალი სასათბურე მეურნეობა მარნეულში 23- 02-...
TV4. ge
სადემონსტრაციო სათბურები მარნეულში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ი/მ აბას მუსაევი - სასათბურე მეურნეობა
Rural Development Agency
პრემიერ-მინისტრმა მარნეულის სოფელ დიოკნისში სასათბურე მეურნე...
Irakli Garibashvili
ფერმერების გადამზადების პროგრამა
Scientific Research Center of Agriculture
#ფერმა სასათბურე მეურნეობები - ჩინური ენერგოეფექტური სათბური
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სოფლის მეურნეობის მინისტრი მარნეულში
Municipality of Marneuli