ოპოზიცია მაჟორიტარების საერთო კანდიდატებზე ვერ თანხმდება


ოპოზიცია მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატების წარდგენის სტრატეგიაზე ვერ თანხმდება.

უთანხმოების მიზეზი ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა, რომელიც თბილისისგან გასხვავებით რეგიონებში არცერთი ოლქის დათმობას და  22-ვე ოლქში საკუთარი კანდიდატურების დასახელებას გულისხმობს. „ევროპული საქართველო“ ყოფილ თანაგუნდელებს ოლქების გადანაწილების ორ ვარიანტს სთავაზობს და მოსაფიქრებლად რამდენიმედღიან ვადას აძლევს. შეთავაზებული წინადადებები „ნაციონალური მოძრაობისგან“ ოთხი ან რვა რეგიონული ოლქის დათმობას გულისხმობს, თუმცა ადრესატი პოზიციის გადახედვას არ აპირებს.

საარჩევნოდ დამოუკიდებელი გეგმები აქვს ლეიბორისტების ოფისში ჩამოყალიბებული ოპოზიციური ფორმატის მონაწილეთა ერთ ნაწილსაც. ყველა გამოსვლაში ოპოზიციონერი ლიდერების მთავარი გზავნილი არჩევნებში ერთიანობის შენარჩუნებაა. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან