ევროპის საინვესტიციო ბანკის პროექტი

19.02.2019 02:56

საქართველო ევროპის საინვესტიციო ბანკისგან 250 მილიონი ევროს ოდენობის სესხს მიიღებს. თანხა ქვეყანაში სატრანსპორტო ინსფრასტრუქტურის განახლებას მოხმარდება. შესაბამის გადაწყვეტილებას ხელი მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე მოეწერა. ევროპის საინვესტიციო ბანკიდან მიღებული სესხით იგეგმება რუსთავი-სადახლო და რუსთავი-წითელი ხიდის მაგისტრალის მშენებლობა. საერთო ჯამში ეს არის პროექტი, რომელიც დააკავშირებს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს და წითელი ხიდიდან სარფამდე ჩქაროსნული მაგისტრალი აშენდება. გადაწყვეტილებაზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მაგისტრალები, საქართველოს საგზაო-სატრანსპორტო ხერხემლის მნიშვნელოვან მონაკვეთებს წარმოადგენს. ევროპის საინვესტიციო ბანკისგან სესხის სახით მიღებული თანხა ქვეყანამ 30 წელიწადში უნდა დააბრუნოს. როგორც საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს არის საკმაოდ ხელსაყრელი პირობები და ევროპის საინვესტიციო ბანკი მომავალშიც განაგრძობს საქართველოში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების მხარდაჭერას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ევროპის საინვესტიციო ბანკის პროექტი
03:59

ევროპის საინვესტიციო ბანკის პროექტი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევროპის საინვესტიციო ბანკის პროექტი
04:32

ევროპის საინვესტიციო ბანკის პროექტი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ხელმოწერა ევროპის საინვესტიციო ბანკთან
03:48

ხელმოწერა ევროპის საინვესტიციო ბანკთან

MOF Georgia

ზესტაფონში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
00:35

ზესტაფონში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ბაკურიანის შემოვლით გზის მშენებლობა
01:00

ბაკურიანის შემოვლით გზის მშენებლობა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვერეს კალაპოტის ფორმირების სამუშაოები წელს დასრულდება
01:07

ვერეს კალაპოტის ფორმირების სამუშაოები წელს დასრულდება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სტეფანწმინდაში სპორტული კომპლექსის მშენებლობა ნოემბერში სრულდება
00:35

სტეფანწმინდაში სპორტული კომპლექსის მშენებლობა ნოემბერში სრულ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მდინარე აჭყვას კალაპოტის რეაბილიტაცია იწყება
00:43

მდინარე აჭყვას კალაპოტის რეაბილიტაცია იწყება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო