ქართველები კარანტინის ზონაში
საქართველოს სამი მოქალაქე, რომელთა ევაკუაციაც ქალაქ უხანიდან დილით განხორცილდა, თურქეთში, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში ჩავა. ისინი ჩინეთიდან გამთენიისას სამხედრო თვითმფრინავით წაიყვანეს. ვრცელდება ვიდეომასალა, უსაფრთხოების რა ზომებია მიღებული საჰაერო ხომალდზე, რომელითაც საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები გადაჰყავთ. მათ თურქეთის რესპუბლიკაში სამხედრო ბაზაზე ჩაიყვანენ, სადაც ისინი ორკვრიან საკარანტინო პერიოდს გაივლიან. მნიშვნელოვანია, რომ ამ დროის მონაცემებით, არც ერთ მათგანს ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს. გაწეული დახმარებისათვის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთს მადლობას უხდის. ამის შესახებ დავით ზალკალიანი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს. ქვეყნის პირველი ჩინეთსაც მიმართავს და კორონავირუსთან ბრძოლაში ქვეყანას მხარდაჭერას უცხადებს. გვსურს, ჩინეთმა იცოდეს, რომ საქართველო მის გვერდზე დგას და გააგრძელებს მასთან თანამშრომლობას იმისთვის, რომ შეჩერდეს სასიკვდილო ვირუსის გავრცელება, - წერს ზალკალიანი. რაც შეეხება უხანში დარჩენილ საქართველოს კიდევ ოთხ მოქალაქეს, მათგან ერთი ქალაქის დატოვებაზე უარს ამბობს. დანარჩენებს კი, მათი საბოლოო თანხმობის შემთხვევაში, სავარაუდოდ, დღის განმვლობაში, საფრანგეთში გადაიყვანენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ქართველები კარანტინის ზონაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქართველები ჩაკეტილ ზონაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქართველი ემიგრანტი იტალიაში კარანტინის ზონაში
TV IMEDI
საფრანგეთში კარანტინის ზომები მკაცრდება
ამერიკის ხმა
ქოცური კარანტინი კორონავირუსზე 29.02.2020
Mematiane • მემატიანე
Больные деньги / ავადმყოფი ფული
Your Channel
კორონავირუსი-სიტუაცია იტალიაში და ქართველები, რომლებიც კარან...
ამერიკის ხმა
უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივად დაბრუნები...
TV IMEDI