სეზონური ვირუსები


ქვეყანა სეზონური ვირუსების გავრცელების აქტიურ ფაზაშია. მედიკოსების ინფორმაციით, ძირითადად ცირკულირებს H1, H3 გრიპის ვირუსები, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა, თავისა და სახსრების ტკივილი, ასევე გამოხატული სისუსტე ახასიათებს. ექიმები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, რადგან ინფექციების გავრცელების პიკურ პერიოდში ვიმყოფებით.

მათი ინფორმაციით, ვირუსები უფრო მეტად ბავშვებშია გავრცელებული. მთავარი რეკომენდაციებია ტემპერატურის კონტროლი, დიდი რაოდენობით სითხის მიღება და გართულების შემთხვევაში, ექიმისთვის მიმართვიანობა.

მარიამ აფციაური დეტალებით.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან