მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება

03.12.2021 05:55

კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული ახალი შტამის გამო საქართველოში კოვიდ-რეგულაციების გამკაცრებაა მოსალოდნელი.

სავარაუდოდ, მომდევნო კვირას საკოორდინაციო საბჭო კოვიდ-გადატანილთა მწვანე საშვების ვადის საკითხს გადახედავს. ჯანდაცვის მინისტრმა პირველ არხთან ინტერვიუში თქვა, რომ შესაძლოა კოვიდ-გადატანილი პირებისთვის მინიჭებული საშვები ვადიანი გახდეს. ეკატერინე ტიკარაძე არც იმას გამორიცხავს, რომ მწვანე პასპორტების გამოყენება მომავალში საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც დაუშვან. ამ მომენტისთვის „ომიკრონის“ შტამი უკვე მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაშია დაფიქსირებული. რამდენიმე მუტაციის შემცველი შტამისგან თავდასაცავად სასაზღვრო კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრება იგეგმება. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
EstateHub