#დილისმოამბე/ 19 იანვარი, 2017
• საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსში იმყოფება. გიორგი კვირიკაშვილი დღეს აბრეშუმის გზის პროექტისადმი მიძღვნილ პანელზე სიტყვით გამოვა. • ”არაკვალიფიციური და უარგუმენტო”, ასე აფასებს პრეზიდენტის პოზიციას გაზპრომთან დაკავშირებით კახი კალაძე. • საკანონმდებლო ორგანოში ენერგეტიკის მინისტრის მისვლის საჭიროებას ვერ ხედავენ მმართველ გუნდში. • ენერგეტიკის მინისტრის მიერ კომპანია ,,გაზპრომთან” მიღწული შეთანხმების საკითხზე გაკეთებულ განმარტებებს არადამაჯერებელს უწოდებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. • ,,გაზპრომთან” მიღწეულ შეთანხმებას კვლავ მწვავედ აკრიტიკებენ ოპოზიციაში. • ,,გაზპრომთან” მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით ენერგეტიკის მინისტრმა განმარტებები გააკეთა. • არა გაზპრომს- ამ ლოზუნგით მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციასთან. აქცია პლატფორმა ,,დაიცავი თავისუფლების” ინიციატივით ჩატარდა. • ხვალ თბილისს ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ეწვევა. კომისია სამუშაო ვიზიტით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მოიწვია. • ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში დირექტორატის ხელმძღვანელს შეხვდა. • იტალიაში რამდენიმე საათის შუალედით მომხდარ ოთხ ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა. • შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა თანამდებობიდან წასვლამდე ბოლო პრესკონფერენციას მართავს. • ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სისტემებზე კიბერთავდასხმების რიცხვი გასულ წელს 60 პროცენტით გაიზარდა. • რუმინეთში საყოველთაო ამნისტიის წინააღმდეგ მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. • რუსეთმა და თურქეთმა სირიაში, ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ, პირველი ერთობლივი სამხედრო ოპერაცია განახორციელეს. • “ცხოვრება და სიკვდილი უჩა ჯაფარიძისა”-ასე ქვია ალბომს, რომლის პრეზენტაციაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა. • “ლიტველი ებრაელები რკინის ფარდის მიღმა”- ასეთი სახელწოდების გამოფენა გაიხსნა საქათველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში. • ხელოვნების სასახლის საგამოფენო სივრცე ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის პროფესორ თეიმურაზ ფაფერაშვილის გამოფენას მასპინძლობს. • დღეს ნათლისღებაა. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო ლიტურგია ჩატარდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი საზეიმო წირვას სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს. • ნათლისღება ბათუმში ტრადიციულად ზღვაში შესვლის რიტუალით აღინიშნა. • ტრადიციულად საყოველთაო ნათლობა გაიმართება სამების საკათედრო ტაძარში. პატრიარქის ნათლული, კიდევ 780 მდე ბავშვი გახდება. • სტუმარი - პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი. თემა - “სეზონური ვირუსები”. დილის #ეკონომეტრი დავით ლაბაძესთან ერთად: • თავისუფალი ვაჭრობა ჰონგ-კონგთან • უძრავი ქონების რეგისტრაცია • საქართველოს ცემენტის ასოციაცია • ზესტაფონში ქარის ელექტროსადგური აშენდება • ბანკების არაპროფილური ბიზნესი • ირანის შემოსავლები ნავთობიდან • აზერბაიჯანის ეკონომიკა 3.8 % შემცირდა • ლექსუსის იახტა • ვალუტის კურსი სტუმარი - დავით ასლანიშვილი, ეკონომისტი. თემა - “ბანკების არაპროფილური აქტივები”. სპორტი #დილისმოამბეში გიორგი თვალაბეიშვილთან ერთად
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
10. 07.2017. "პირველი არხი" , "დილის მოამბე"
National Palace
"დილის მოამბე\
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"დილის მოამბე" ნინო ვარდოსანიძესთან ერთად
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"დილის მოამბე" ნინო ვარდოსანიძესთან ერთად
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„დილის მოამბე\
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"დილის მოამბე" ნინო ვარდოსანიძესთან ერთად
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„დილის მოამბე" სოსო კაციტაძესთან ერთად
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"დილის მოამბე" ნინო ვარდოსანიძესთან ერთად
პირველი არხი Georgian Public Broadcaster